logo
ENG



"საამქროები მუშაობს, კვამლი გვაწუხებს" - დევნილები ზუგდიდში ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ

28 მაი 202110:22
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა

დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ ზუგდიდში. ისინი განმარტავენ, რომ 15-მდე სხვადასხვა საამქრო, რომლებიც მათი საცხოვრისის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობს, მავნე ნივთიერებებს გამოყოფს და საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.

დევნილებმა დასახლების ცენტრალური შესასვლელის ჭიშკრის ბლოკირება მოახდინეს და საამქროების თანამშრომლები ტერიტორიაზე არ შეუშვეს. მათ სოლიდარობა ამ საამქროების თანამშრომელბმაც გამოუცხადეს.

დევნილთა მთავარი მოთხოვნა მათი ბინებით დაკმაყოფილებაა. ისინი არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას, სანამ საცხოვრებლით არ დაკმაყოფილდებიან.

„მიზეზი ისაა, რომ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. როცა არჩევნებია, ახლა მოგცემთ, ახლა მოგცემთ... სიმონიშვილთან წერილი, ტიკარაძესთან წერილი - არავინ ყურად არ იღებს ჩვენს საქმეს. დირექტორმაც გაგზავნა, არაფერი არ დაკმაყოფილდა. რატომ არ დაკმაყოფილდა?

დევინლობიდან ვცხოვრობთ აქ და გვინდა ბინებით დაკმაყოფილება. რამდენიმე წელია აქ ვცხოვრობთ. ჯერ დაიწყეს ექსპერტიზის საბუთით, ის გავაკეთეთ. ახლა ქულებითო და ქულები არ გვაქვს იმდენი, რომ გაგვიყვანონ. ვითხოვთ აქედან გაყვანას. საამქროები მუშაობს. კვამლი ისეთია, გვაწუხებს სუნი", - ამბობენ დევნილები. 


close დახურვა